მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ კახათში სამოქალაქო აქტივისტის სახლს წუხელ მეორედ ესროლეს

სოფელ კახათში სამოქალაქო აქტივისტის სახლს წუხელ მეორედ ესროლეს [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კახათში “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრის გელა შედანიას სახლს უკვე მეორედ ესროლეს.როგორც შედანიას მეუღლე დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ნათურას ცეცხლსასტოლი იარაღიდან ესროლეს.

სამოქალაქო მოძრაობის წევრი გელა შედანია ამ ფაქტს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. იგი რამდენიმე დღეა გუბერნიის გვერდით განლაგებულ კარავში იმყოფება. ის სუსის უფროსთან შხვედრას ითხოვს, რადგან თვლის, რომ თავდასხმა მის ოჯახზე სწორედ ამ უწყების დაგეგმილია

სამოქალქო აქტივისტები ითხოვენ, პოლიციამ დროულად მოძებნოს და დასაჯოს დამნაშავე.

მათი თქმით, ეს ფაქტი აქტივისტების დაშინებას ისახავს მიზნად და იმ შემთხვევაში თუ პოლიცია სათანადო ზომებს არ მიიღებს,იძულებულები გახდებიან თავად დაიცვან ოჯახი მორიგი თავდასხმებისგან.

სინ

გელა შედანიას ოჯახში წუხელ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.

როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, სროლის დროს, სახლში იმყოფებოდნენ შედანიას მცირეწლოვანი ბავშვებიც, რომლებიც სროლის შედეგად შეშინდნენ. უცნობი პირის მიერ გასროლილი ტყვია სახლის გარე ფასადზე მდებარე ნათურას მოხვდა.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...