რეაბილიტაცია – ენგურჰესზე [Video]

0
1187

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი, რომლის სიმაღლე 271, 5 მეტრია, ხოლო სიგრძე -800 მეტრი, ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში და მას მესამე ადგილი უკავია. 2016 წლის დეკემბრამდე თაღოვან კაშხლებს შორის პირველი იყო, გიგანტად წოდებული, გვითხრა ლევამ მებონიამ, რომელიც ენგურჰესზე ფუნქციონირების დღიდან მუშაობს და იგი წლებია ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ენგურის ჰიდროელექტროსადგურის №1 ჰიდროაგრეგატი 1978 წლის 5 ნოემბერს ამუშავდა. სამშენებლო სამუშაოები სრულად 1987 წელს დასრულდა. მის ძირითად საგანს ელექტროენერგიის წარმოება და რეალიზაცია წარმოადგენს. მისი წილი ქვეყნის საერთო ელექტრომომარაგების 35%ზე მეტს შეადგენს. თავისი არსებობის 42 წლის მანძილზე ენგურჰესმა 120 მილიარდ კვტ.სთ-ზე მეტი იაფი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ლევან მებონიას თქმით, ენგურჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია. მისივე განმარტებით, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ენგურჰესის გარეშე საქართველოს ენერგოსისტემა ვერ იფუნქციონირებს და თუ იფუნქციონირებს, ეს უზარმაზარ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურს თავისი მოცულობითა და მასშტაბურობით მთელ ამიერკავკასიაში ანალოგი არ გააჩნია და ის ასევე უნიკალურ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. რამდენიმე კვირის წინ ენგურჰესზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც დაახლოებით სამი თვე გაგრძელდება და მისი დასრულება მაისის დასაწყისში იგეგმება. პროექტის ღირებულება ჯამში 45 მილიონ ევროს შეადგენს.

წინა სტატიაზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ,,მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებმა საპტოტესტო აქცია გამართეს [Video]
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ 4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური