მთავარისიახლეებიკონფლიქტებიზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

Published on

ოკუპანტთა მიერ დაჭრილი და უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესის დასკვნითი ნაწილი, სადაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს, ცხინვალში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ცნობილი გახდა, რომ ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახმა ინფორმაცია უკვე მიიღო, წყარო რუსული მედიაა. 

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, კონკრეტულად კი, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, გატაცებამდე კი დაჭრეს.

ბოლოსწინა სხდომაზე ე.წ.-მა სამართლომ ზაზა გახელაძეს წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივა. 

სიახლეები

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...