მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაობს...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაობს გაეცნო [Video]

Published on

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაობს გაეცნო. მინისტრი თაღოვანი კაშხლის დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წყალსაცავიდან ლამის ამოღების პროცესს დაესწრო და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები დაათვალიერა. ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, მიმდინარე წლის 20 იანვარს, გაჩერდა. სარეაბილიტაციო პროცესი 24 – საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმებულთა უმავლესობას ადგილობრივები არიან. პროექტის სრული ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. აქედან, 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ კი – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი. ენგურჰესი საერთო ენერგეტიკულ ქსელში მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში უნდა ჩაერთოს.

ნათია თურნავა შეზღუდვების სუბსიდირების კრიტერიუმების განმტკიცებასა და ეტაპობრივად შეზღუდვების მოხსნაზეც გააკეთა კომენტარი ” პირველ ეტაპზე სარესტორნო ინდუსტრიაში, ღია სივრცეების გახსნა ეს არის ევროპაში მიღებული სტანდარტი და პრაქტიკა. ჩვენ ჯერ დავიწყეთ მწვანე აჭარით და შემდეგ იგივე მოდელი გადავიტანეთ სრულიად საქართველოზე. მე ძალიან რომ ეს არ არის სრულფასოვანი ამოქმედება ბიზნესის არც რესტორნების. ყველას ძალიან გვინდა რომ ეს მალე მოხდეს თუმცა არ დაგვავიწყდეს რპმ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული და ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ერთბაშად 2019 წლის მოცემულობას, იმიტომ რომ ჯერჯერობით ვებრძვით პანდემიას, ასე რომ ეტაპობრიობა არის მთავარი პრინციპი. ჩვენ ვთანამშრომლობთ რესტორნებთან, ვმუშაობთ მათთან ერთად იმისთვის რომ თუნდაც იგივე ტროტუარები რომ იყოს გამოყენებული და ვიცით რომ თბილისის მერიას შესანიშნავი ინიციატივა გააჩნია ამასთან დაკავაშირებით, ვფიქრობ რომ სზვა მუნიციპალიტეტებიც მიბაძავენ.”,-აღნიშნა მან.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...