მთავარისიახლეებიმსოფლიოჟოზეფ ბორელი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ჟოზეფ ბორელი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

”ალექსეი ნავალნის განაჩენი ეწინააღმდეგება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტურ თავისუფლებებთან დაკავშირებით. ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განაჩენს, რომელიც ამ საქმეს თვითნებურად და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. მე მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებ”, – წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი „ტვიტერში“.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის „ივ- როშეს“ საქმესთან დაკავშირებით პირობითი სასჯელი რეალურით შეუცვალა და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, ადვოკატების განმარტებით, იმის გამო, რომ მან შინაპატიმრობაში გარკვეული დრო გაატარა, ნავალნის ციხეში, რეალურად, 2 წლისა და 8 თვის გატარება მოუწევს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...