მთავარისიახლეებისაზოგადოებააქციის მონაწილეები ჩხოროწყუში ნინო ლომჯარიას ჩამოსვლას ითხოვენ

აქციის მონაწილეები ჩხოროწყუში ნინო ლომჯარიას ჩამოსვლას ითხოვენ

Published on

მოძრაობა “შეცვალე” ჩხოროწყუში სახალხო დამცველის ჩამოსვლას ითხოვს. მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ოთო შენგელიამ ჟურნალისტებს განცხადა, რომ აუცილებელია ნინო ლომჯარია დაუყოვნებლივ ჩამოვიდეს რაიონში.

“ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, რომ დაისაჯოს ყველა მონაწილე პირი და გადადგეს მუნიციპალიტეტის მერი, რომლის ახლო ნათესავმა, რონმელიც სამსახურიდან იყო გაშვებული 31 დეკემბერს და მოახერხა ბავშვები შეეყვანა მერიაში. რიგითი მოქალაქე ვერ შეძლებს ამას. ჩვენ ვთხოვთ ქალბატონ ნინო ლომჯარიას ჩამოვიდეს ჩხოროწყუში. ეს არის ერთადერთი უწყება, რონელიც არის ხალხის სამსახურში, იქედან გამომდინარე, რომ ბავშვები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, ასევე ამას ემატება მშობლების მიმართ ზეწოლა და კიდევ უფრო დამძიმდა ფაქტი. შესაბამისად, ჩვენც არ გვინდა, რომ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს და ბავშვების ფსიქოლოგია უფრო არ შეირყეს. შესაბამისად, ვთხოვთ ქალბატონ ნინოს ადგულზე ჩამოვიდეს და გაეცნოს სიტუაციას და მასთანაც გავივლით კონსულტაციებს თუ რა სახით შეიძლება გავაგრძელოთ აქციები, იქედან გამომდინარე რომ ჩვენ არ ვაპირებთ აქციების შეწყვეტას და ის გაგარძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები”- განაცხადა ოთო შენგელიამ.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...