მთავარისიახლეებისაზოგადოება"თვითნებურად ვიმოქმედე, ვთვლი, რომ კანონი არ დამირღვევია" - ეთერ ჯაფარიძე ბავშვების მიერ...

“თვითნებურად ვიმოქმედე, ვთვლი, რომ კანონი არ დამირღვევია” – ეთერ ჯაფარიძე ბავშვების მიერ საპირფარეშოს დასუფთავებაზე [Video]

Published on

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი ეთერ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თვითნებურად იმოქმედა როცა ბავშვებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინა, თუმცა, თვლის, რომ კანონი არ დაურღვევია, ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვიმოქმედე თვითნებურად..ამ შემცირების შემდეგ დამრჩა ერთი იდეა, რომ ბავშვებისთვის ჩამედო ეს პტარა მარცვალი. წავედი მეორე საჯარო სკოლაში, შევხვდი სკოლის დირექტორს, შემიყვანა მე-7 კლასში, ბავშვებს ვუთხარი, რომ შრომა იწყება დაბადებიდან. ვიყავი ევროპაში და იქ არაფერი არ იყო ჩვენზე უკეთესი, არც კულტურა, გარდა იმისა, რომ იქ ტუალეტიც რომ გაწმინდო, არაფერი არ არის სასირცხვილო-მეთქი. რატომ მერიაში? წამოვიყვანე ეს ბავშვები მერიაში, იმიტომ რომ ესენი უნდა გახდნენ შემდგომში მერები, მხატვრები, ინჟინრები, ტურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ, ოჯახს რომ გაუჭირდეს და შვილებს დასჭირდეთ, ასეთი საქმე არ უნდა ითაკილონ. წამოვედით, ეს დავახვედრე გაპრიალებილი. მე პრაქტიკულად ბრიგადირი მქვია, მაგრამ ვარ მერიის ტუალეტის გამგე და არ მეთაკილება. და აი აქ ვითამაშე. ერთმა ბავშვმა ჩაწერა, დაქოქილი იყო იქედან, ვისაც აინტერესებს  და სკოლის დირექტორობა უნდა“- განაცხადა ეთერ ჯაფარიძემ.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...