მთავარისიახლეებისაზოგადოებასამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ჩხოროწყუს მერის გადადგომას ითხოვს

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია ჩხოროწყუს მერის გადადგომას ითხოვს [Video]

Published on

რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს  მე-2 საჯარო სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას გადადგომას ითხოვენ. რაც შეეხება სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი ს ნონა თოდუას განმარტებით, ის გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას და მზადაა დღესვე დაწეროს განცხადება თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.~

„ჩვენთან სკოლაში მოვიდა მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელიეეთერ ჯაფარიძე, რომელმაც მითხრა რომ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოსწავლეები უნდა წაეყვანა მერიაში დასასუფთავებლად. ჩემი შეცდომა ისაა, რომ მე არ გადავამოწმე ეს ფაქტი და ბრმად ვენდე ეთერ ჯაფარიძეს, შემთხვევითი პრინციპით შეირჩა მე-7 კლასი და ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგ წაიყვანა ქალბატონმა ეთერმა მერიაში. ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მეორე დღეს მივხვდი თუ რაში იყო საქმე“ – ამბობს იგი.

მე-7 კლასის მომსწავლე ლუკა ჯოჯუა ამბობს, რომ კლასიდან 10 ბავშვი წავიდა, მათ ჯერ ფანჯრები გაწმინდეს და შემდეგ საპირფარეშოში შევიდნენ, რაც ბოლომდე ვერ დაასრულეს.

გავცელებული ინფორმაციით, ეთერ ჯაფარიძეს მერიაში ხელშეკრულება გასული წლის 31 დეკემბერს შეუწყდა, ამის შესახებ ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა აცხადებს.

„რა თქმა უნდა ფაქტს ვგმობ, დაწყებულია მოკვლევა და ყველა კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს“- ამბობს იგი.

შსს-ს ცნობით ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ-ს 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...