მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურა მელაშვილი/ილიჩოვას გათავისუფლების სანაცვლოდ თითოეულისგან 30000-ლარიან გირაოს ითხოვს

პროკურატურა მელაშვილი/ილიჩოვას გათავისუფლების სანაცვლოდ თითოეულისგან 30000-ლარიან გირაოს ითხოვს

Published on

პროკურატურა კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთავის, თითოეულისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამასთან, ბრალდების მხარის შუამდგომლობაა, მათ აეკრძალოთ ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირების გარეშე.

ბრალდებულების ადვოკატები პატიმრობის გაუქმების, ასევე, ქვეყნის დატოვების შეზღუდვის პოზიციას იზიარებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გირაო არ უნდა იყოს გამოყენებული და სასამართლოს ალტერნატივის სახით რამდენიმე პირის თავდებობას სთავაზობენ.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი.

მელაშვილი/ილიჩოვას გათავისუფალებას მოითხოვდნენ მათი ადვოკატებიც, რომელთა თქმით, პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, სხდომის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...