მოლაპარაკება მთავრობასა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა

0
351

დღეს გამართული 3 საათიანი მოლაპარაკება მთავრობასა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა.

კანცელარიაში მიმდინარე შეხვედრის დროს, ეპიდემიოლოგებს და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, ბიზნესის წარმომადგენლებმა დეტალურად განუმარტეს, როგორ აპირებენ რეგულაციების დაცვით, მათი სფეროების ამუშავებას, თუმცა უშედეგოდ. მთავრობამ მათ 1 თებერვლიდან მუშაობის აღდგენაზე უარი უთხრა და მოტივად ეპიდვითარების გაუარესების რისკებს ასახელებს.

“ბიზნესის მხრიდან ნამდვილად იყო განცდა, რომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ”. – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებს მთავრობის მიმართ ჰქონდათ კითხვები ამა თუ იმ შეზღუდვის ლოგიკასთან დაკავშირებით. “დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება, ბიზნესისთვის აგვეხსნა, პასუხი გაგვეცა მათ შორის იმ კითხვებზე, სადაც ისინი ამა თუ იმ გადაწყვეტილების ლოგიკას ვერ ხედავდნენ.გვქონდა საუბარი, როგორ შეიძლება, ერთობლივად ვიმუშაოთ, იმისთვის, რომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იყოს კარგად მართვადი პროცესი ბიზნესის მხრიდანაც და სახელმწიფოს მხრიდანაც… არ ვართ იმ ვითარებაში, როდესაც ულტიმატუმების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, გვაქვს სრული აღქმა ჩვენც და ბიზნესსაც, რომ მაგიდის გარშემო ყველანი ერთნი ვართ, ერთი მხარე ვართ”. – ამბობს ცქიტიშვილი.

ხელისუფებისგან განსხვავებით ბიზნესსექტორი ამ შეხვედრის შედეგებით უკმაყოფილო დარჩა.

,,ვართ სოციალური აფეთქების წინაშე, ამას სიხარულით კი არ ვამბობ, ამას ვამბობ ძალიან დიდი გულდაწყვეტით, დღეს გარეთ არის აქცია და სიტუაცია კიდევ რთულდება. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ რეგულაციების ფორმატში მოხდეს ბიზნესის მუშაობა და არა ის, რომ ვიმუშაოთ რეგულირების გარეშე” – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძემ

შეზღუდვებით დაზარალებული ადამიანები კი საპროტესტო აქციების გაგრძელებას სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან ისევ აპირებენ . 

წინა სტატია,,კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” – ოპოზიციის მიმართვა ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაშსს: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დავაკავეთ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური