მთავარისიახლეებისაზოგადოებაბადრი ესებუას ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა-მდგომარეობა მძიმეა

ბადრი ესებუას ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა-მდგომარეობა მძიმეა [Video]

Published on

ბადრი ესებუას ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა-მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდში, გასული წლის 21 ოქტომბერს “საქართველოს ბანკის” ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, რომელიც, ასევე ბრალდებულია და სასჯელს ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, covid 19 დაუდასტურდა. დაკავებულის უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, რომ მასთან ერთად საკანში მყოფი 6 პატიმარი იზოლაციაში იმყოფება და დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული. ადვოკატის თქმით, ბიძინა ესებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და დაცვა აღკვეთი ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობით სასამართლოს კვლავ მიმართავს. ცნობისთვის, ბიძინა ესებუა შსს-ს თანამშრომლებმა 4 დეკემბერს დააკავეს.მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა, შენახვა- ტარებას ედავება.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...