მთავარისიახლეებიკონფლიქტებიხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 3 ადამიანი დააკავეს

ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 3 ადამიანი დააკავეს [Video]

Published on

6-მდე შეიარაღებულმა პირმა ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზი გადმკვეთა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეში შემოვიდა. ინციდენტი დღეს საღამოს, კომენდანტის საათის დროს მოხდა.შემთხვევა იმ საგუშაგოსგან მოშორებით მოხდა, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმი დგას.ცნობილია, რომ შეიარაღებული პირების მხრიდან დევნა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან განხორციელდა.ხურჩაში მომხდარ შემთხვევაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. სუს-ის ინფორმაციით,  რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე:

ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.
აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებილ გათავისუფლება. მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა.
ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...