მთავარიUncategorizedრისი ეშინია მილზე მჯდომ გომბეშოს, რისი ეშინიათ ბუნკერის ქურდებს ყველაზე მეტად?

რისი ეშინია მილზე მჯდომ გომბეშოს, რისი ეშინიათ ბუნკერის ქურდებს ყველაზე მეტად?

Published on

რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ქალაქ ხიმკის სასამართლომ  30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი ადვოკატი, ვადიმ კობზევი, Twitter-ზე წერს. იგივე ინფორმაცია ალექსეი ნავალნის Twitter-ზეც გამოქვეყნდა.

რისი ეშინია მილზე მჯდომ გომბეშოს, რისი ეშინიათ ბუნკერის ქურდებს ყველაზე მეტად? თქვენ ეს მშვენივრად იცით, ხალხის ქუჩაში გასვლის. ეს ის პოლიტიკური ფაქტორია, რომლის უგულვებელყოფაც არ შეიძლება. ეს არის ყველაზე მთავარი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის პოლიტიკის არსი. ამიტომ ნუ გეშინიათ, გამოდით ქუჩებში, გამოდით არა ჩემთვის, არამედ – თქვენთვის და თქვენი მომავლისთვის.

ალექსეი ნავალნის რეგინული შტაბების ხელმძღვანელმა ლეონიდ ვოლკოვმა  განაცხადა, რომ ნავალნის შტაბებმა დაიწყეს მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის 23 იანვარს.

სასამართლო პროცესი პირდაპირ პოლიციის განყოფილებაში  გაიმართა ნავალნის ადვოკატს ამის შესახებ პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეატყობინეს. სასამართლო პროცესის დაწყებამდე ნავალნი 15 საათის განმავლობაში დაცვის ქვეშ იყო. მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს და აძლევდნენ დარეკვის საშუალებას.

ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ნავალნის გამოსაცდელი ვადის მრავალგზის დარღვევას ედავება.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...