მთავარისიახლეებისაზოგადოებაალექსანდრ ანქვაბი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის სისტემაზე გადაიყვანეს. იგი მეათე დღეა მოსკოვში მკურნალობს

ალექსანდრ ანქვაბი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის სისტემაზე გადაიყვანეს. იგი მეათე დღეა მოსკოვში მკურნალობს

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის სისტემაზე გადაიყვანეს.

დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურის მიერ დღეს, 18 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, პლაზმოფილტრაციის შედეგად მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებული იყო, თუმცა, შემდეგ ანქვაბს ისევ დაეწყო სუნთქვის უკმარისობა და 17 იანვარს, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, ის გადაიყვანეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე.

ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ, როგორც სტაბილურად მძიმეს.

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა და 4 იანვრამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მდგომარეობის გაუარესების გამო ალექსანდრ ანქვაბი ჯერ გუდაუთის, შემდეგ კი მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს – უკვე 10 დღეა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

დეკემბრის ბოლოს კორონავისური აღმოაჩნდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 10 400-ზე მეტი შემთხვევა, მათგან 152 გარდაცვალების.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...