დითირამბები ბიძინა ივანიშვილს “ოცნების” ყრილობაზე

0
270

“ოცნების” წევრებმა დღეს ბევრი დითირამბი მიუძღვნეს ბიძინა ივანიშვილს.

ქართული ოცნების თამვჯდომარის პოსტზე ახლადარჩეულმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლა ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისადმი მადლობით დაიწყო. კობახიძის თქმით, ივანიშვილის მადლიერია 2012 წელს ყოფილი ხელისუფლების დამარცხებისა და 2014 წელს მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის.

“ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლობით, მადლობით ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს დაამარცხა სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი და საფუძველი ჩუაყარა ახალ დემოკრატიულ წესრიგს, რომელმაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს თავისუფლება, მშვიდობა და უსაფრთხოება მოუტანა. დღემდე ის თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრხოების მთავარი გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის.ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რა თქმა უნდა, ნიშნავს სერიოზულ გამოწვევას. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე და ერთიანობა. – აღნიშნა მან

“ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ, ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო ქველმოქმედების რვაწლიანი აქტი, რომლის შედეგი, კიდევ უფრო გამოჩნდება დროთა განმავლობაში და ისტოირა იტყვის თავსი სიტყვას”, – თქვა “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავარმა კონსულტანტმა ლაშა ნაცვლიშვილმა. 

“რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიიდან, არის ჩვენთვის, ყველასთვის გამოწვევა, ვინაიდან ბატონი ბიძინა, როგორც პარტიის დამფუძნებელი და მთავარი სულის ჩამდგმელია ყველა იმ გამარჯვების, რომელიც ჩვენმა პარტიამ ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა, მისი წასვლა პარტიიდან, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის გამოწვევა.  ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი გუნდი. სწორედ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ყველა პრობლემას და გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხოთ”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

“მე მსურს გნსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ყველა იმ ძალისხმევისთვის რომელიც მან პარტიის მშენებლობის, იმ საერთო წარმატებების საქმეში ჩადო, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენმა გუნმდა და საზოგადოებამ ერთად გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს იყო გამორჩეული წლები, საინტერესო პოლიტკრური პერიოდი და ახალა, როდესაც გამარჯვების შემდეგ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტიელბა, რომ გავიდეს პოლიტიკიდან, რა თქმა უნდა, პარტიაში მთელი პასუხისმგებლობა, მართვის სადაავები გადმოდის გუნდზე”, – თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

ყოფილ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს ტრიბუნიდანაც და მის გარეთაც, უკვე ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებში. თავად ივანიშვილი კი დღევანდელ ყრილობას არ დასწრებია.

წინა სტატიაარის თუ არა “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო წარმატებისთვის გამიზნული გუნდი?- ყრილობა დასრულდა
შემდეგი სტატიაLe Monde: “ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე და ამავდროულად, ყველაზე ფარული ადამიანი”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური