მთავარისიახლეებიმსოფლიოპენსს საკმარისი გამბედაობა არ ჰქონდა ქვეყნის დასაცავად - ტრამპი

პენსს საკმარისი გამბედაობა არ ჰქონდა ქვეყნის დასაცავად – ტრამპი

Published on

მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, თქვა, რომ არ აპირებს, წინააღდეგობა გაუწიოს ჯო ბაიდენის ოფიციალურად გაპრეზიდენტებას, დონალდ ტრამპმა დატვიტა, რომ მას საკმარისი გამბედაობა არ აქვს ქვეყნის მხარდასაჭერად.

“მაიკ პენსს არ ჰქონდა გამბედაობა გაეკეთებინა ის, რაც საჭიროა ჩვენი ქვეყნისა და კონსტიტუციის დასაცავად. შტატებისთვის უნდა მიეცა შანსი, გაფორმებულიყო სწორი ფაქტები და არა უზუსტო. აშშ ითხოვს სიმართლეს!”, – წერს ტრამპი.

პენსი თავისი განაცხადით ტრამპის წინააღმდეგ გამოდის. ტრამპმა კი მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე მიანიშნა.

ცნობისთვის, კაპიტოლიუმში შეჭრისა და არეულობის შემდეგ პენსი შენობიდან პოლიციის თანხლებით გაიყვანეს.

ოთხშაბათს კონგრესის გაერთიანებული სხდომა იმართება, რომლითაც ბაიდენს პრეზიდენტობა ოფიციალურად გაუფორმდება. გაერთიანებულ სხდომას, ტრადიციულად, ვიცეპრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....