მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხანძრის 40 კერაა, აქედან 19 აქტიური - მალხაზ...

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხანძრის 40 კერაა, აქედან 19 აქტიური – მალხაზ თორია მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ხანძრის 40 კერაა, აქედან 19 აქტიურია. გარდა ამისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში სამეგრელოს გარდა სხვა რეგიონების სახანძრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართული.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირებულია 40 ხანძრის შემთხვევა. 19 არის აქტიური, 11 ლიკვიდირებულია, ხოლო რვაზე მიმდინარეობს ლოკალიზაციის პროცესი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში დაიწვა საცხოვრებელი სახლი.

ასევე, მინდა აღვნიშნო, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის პროცესი. სამუშაოებში ჩართულია როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის, ასევე გურის, იმერეთის აჭარის სახანძრო-სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლები.

ასევე ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროსადენები, მიმდინარეობას აღდგენითი სამუშაოები”,- განაცხადა მალხაზ თორიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცენტრ “112”- ში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან შესულია 40-ზე მეტი შეტყობინება მინდვრის ხანძრების შესახებ. ცეცხლი, ძირითადად, უკიდია ბალახს და ეკალბარდს.ყველა შემთხვევაზე მომხდარია რეაგირება. ადგილებზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები.

„ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე კერაზე არსებობს პლანტაციებსა და ნარგავებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე. პრევენციისა და დახმარების მიზნით გურიიდან, აჭარიდან და იმერეთიდან ხდება დამატებითი ძალების და სახანძრო ტექნიკის მობილიზება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე, ტყის მასივებზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს - რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს,...

ელენე ხოშტარია „ქართულ ოცნებას“ – დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და...

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...