მთავარიUncategorizedსქურში ტყე იწვის

სქურში ტყე იწვის

Published on

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ტყე ისევ იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ტყეში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს ორ კერად 100 და 200 მეტრი სიგრძის ზოლზე უკიდია. ცეცხლი გამხმარ ფოთლებს მოედო..უკვე დაიწვა 1 ჰა-ზე მეტი ფართობი,

“რთული რელიეფისა და ხილვადობის გამო, ხანძრის კერამდე სახანძრო ავტო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. მეხანძრე-მაშველები გადაადგილება მოუწიათ ქვეითად”, — აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მათივე ცნობით, ხანძრის სიახლოვეს დასახლებული პუნქტი არ არის.

ღამის განმავლობაში მონიტორინგი გაგრძელდება, ხილვადობის აღდგენისთანავე კი ქრობის სამუშაოები განახლდება.

სქურის ტყეში ხანძარი დაახლოებით, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.“თავდაპირველად იყო ორი დიდი და ერთი დიდი კერა, ახლა დარჩა ერთი კერა, მართალია, შეიძლება ეკალ-ბარდებიდან გაჩნდა ეგ ცეცხლი, მაგრამ ახლა რომ ეგ არაა ეკალ-ბარდების ცეცხლი, ძალიან კარგად ჩანს, ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ცირა გვასალია, რომელიც პირველი იყო ადგილობრივებიდან, ვინც ხანძრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ხანძრის კერები უკვე ლოკალიზებულია და ოპერაციაში ცეცხლმაქრი ვერტმფერენების ჩარევა არ გამხდარა საჭირო. წალენჯიხის გამგებლის ბესიკ ფარცვანის თქმით, ტყის მასივიდან მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...