ორგანიზაცია მერკურისა და ადგილობრივი მუნიციპალიეტეის თანამშრომლობით ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი დაფუძნდა [Video]

0
711

კამპანია #მომავალიშენზეა-ს ფარგლებში საზოგადოებას ვაცნობთ წარმატებულ სამოქალაქო ჩართულობის და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის ინიციატივებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია ორგანიზაცია “მერკურის” ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ დააფუძნა ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კი ბიუჯეტიდან ორგანიზაციას თავშესაფრის ფუნქციონირებისთვის  თანადაფინანსების ფარგლებში თანხა გამოუყო .ზუგდიდის მერიამ   სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით სხვადასხვა სერვისი აამოქმედა, რაც მოქალაქეებისა და სამოქალაქო სექტორის აქტიურობისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თნამშრომლობით მიიღწევა. ასოციაცია მერკური არის არასამთავრობო ორგანიზაცია,რომლის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების განვითარება.ასოციაცია დაარსდა 2004 წელს და დღემდე მრავალი წარმატებული პროექტი თუ ღონისძიება განუხორციელებია.ორგანიზაციის მთავარ ამოცანას ამოცანებს წარმოადგენს ქალის როლის გაძლიერება საზოგადოებაში, ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობა, საგამომცემლო,კულტურული და სამეცნიერო საქმიანობა.ორგანიზაციის თავმჯდომარე ნანა თოდუა ამბობს, რომ აუცილებელია ადგილობრივ თვითმმართელობასთან კომუნიკაცია და აქტიური თანამშრომლობა, იმისათვის, რომ არსებული გარემო უფრო უკეთესი გახდეს, მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გააუმჯობესონ  და შექმნან ახალი სერვისები.მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე თანამშრომლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საჭიროების შესაბამისად თანხების აკუმულირებას და მიმართვას აუცილებელი სერვისების დასაფინანსებლად.ASB სა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით  ასოციაცია მერკურმა ზუგდიდში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა პოსტ-კრიზისული მხარდაჭერა გააძლიერა. პროექტის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები მათზე მორგებულ მხარდაჭერას იღებენ პროფესიული განათლებისა თუ დასაქმების კუთხით.

წინა სტატია“მარისია” – 20 წლის სტუდენტი გოგონას ჩირების წარმატების ისტორია [Video]
შემდეგი სტატიაანტი-კოვიდი ( II სეზონი), გადაცემა 63 (30.12.2020) [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური