მთავარისიახლეებიმსოფლიოდრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში - ზელენსკი

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

Published on

“მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც ნაწილობრივ დაინგრა მეორე და მეოთხე სართულები. დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევშიც – დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, კავშირგაბმულობის ობიექტები და ავტოგასამართი სადგურები. გაანადგურეს ჩვეულებრივი კაფე და დედაქალაქში სურსათის ბაზრის გადაწვა სცადეს. ოდესის ოლქში დაარტყეს გემს, რომელიც პალაუს დროშის ქვეშ დაცურავდა. ჟიტომირის ოლქში კი ნაყინის ქარხანა დააზიანეს.

თავდასხმები განხორციელდა საცხოვრებელ სახლებზე სუმის, რივნეს, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში. იერიში მიიტანეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე ვინიცის, დნიპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და ზაპორიჟიეს ოლქებში. ყველა საჭირო ადგილას საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
ამ დროის მონაცემებით, ცნობილია ათობით დაჭრილის შესახებ. მხოლოდ ხარკოვზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ცხრა ბავშვია. სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც. კიევის ოლქში მოკლულია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არ დუმს იმის შესახებ, რაც უკრაინაში ხდება, და ყველას, ვინც ჩვენი სახელმწიფოსთვის მხარდაჭერის კონკრეტულ პაკეტებს ამზადებს. საჭიროა მკაფიო გადაწყვეტილებები. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, ენერგეტიკული მხარდაჭერა და საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვაში დახმარება – ეს არის ის, რაც დღეს რეალურად აძლიერებს უკრაინას და ეხმარება ჩვენს ხალხს გაძლებაში.” – ნათქვამია პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...