მთავარისიახლეებიეკონომიკა1 იანვრიდან ელექტროენერგია ძვირდება.დავით ნარმანია აცხადებს, რომ ტარიფი, რომლის დადგენაც სემეკს...

1 იანვრიდან ელექტროენერგია ძვირდება.დავით ნარმანია აცხადებს, რომ ტარიფი, რომლის დადგენაც სემეკს მოუწევდა, მინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა

Published on

1 იანვრიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგია 3.5 თეთრით, ხოლო კომერციული სექტორისთვის 11-12 თეთრით ძვირდება. საყურადღებოა, რომ ეს დროებითი ტარიფია და 1 იანვრიდან, 6 თვით იმოქმედებს. გრძელვადიანი ტარიფები კი, 2021 წლის ივლისამდე დადგინდება.

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ელექტროენერგიის ახალი ტარიფით აღძრულ უკმაყოფილებას ეხმიანება. ,,სემეკს რომ კომპანიების მაქსიმალურად ყველა ხარჯი და ყველა წარმოდგენილი პროექტი გაეთვალისწინებინა, ტარიფიმინიმუმ 1.5-ჯერ მეტი იქნებოდა

მისი მტკიცებით, სემეკი “ობიექტური აუცილებლობიდან გამოვიდა” და არ გაცდა დადგენილ წესებს, პრინციპებს.

“აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, ჩემი აზრით, მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება.მხოლოდ აუცილებელი პროექტები დავტოვეთ, რომელიც ელექტროენერგიის უსაფრთხო და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.. – ამბობს დავით ნარმანია

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით,საქართველოს მთავრობა 2021 წელს სრულად დაუსუბსიდირებს დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ. ასევე, 50%-ით დაუსუბსირდებათ  სხვაობა საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...