მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკატერინე ტიკარაძემ რუხში უწყების მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა...

ეკატერინე ტიკარაძემ რუხში უწყების მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა [Video]

Published on

„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“   – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა  ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. 

უწყების ხელმძღვანელმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, სწორედ რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის ის  მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც  ყველაზე მთავარ ფასეულობაზე – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის.

ანგარიშის წარდგენისას, ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება იმ პასუხისმგებლობასა და გამოწვევებზე გაამახვილა , რომელიც კოვიდ პანდემიის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე რეფორმების  ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული  და  ფინანსური ხელმისაწვდომობაა. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გადადგმულ  პრევენციულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. უწყების ხელმძღვანელმა  ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღება ყველა იმ ძირითად ღონისძიებაზე გაამახვილა, რომლითაც  ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა.

გადაუდებელი დახმარების ექიმები, შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მოქალაქეთა დასახმარებლად.2020 წლის 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარება 1 200 000 მოქალაქეს გაეწია. გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო 1 სთ და 24 წუთიდან 20 წუთამდე შემცირდა.

პროექტის „ მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს „ ფარგლებში ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის. მინისტრის განმარტებით,  საქართველომ მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების  დროულად მოწოდების უფლება მიიღო.

ეკატერინე ტიკარაძემ   პრეზენტაციის  ფარგლებში ყურადღება   ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებზეც გაამახვილა . მისი თქმით,  პანდემიის პირობებში  ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს სამედიცინო  მომსახურების მიღებაზე პრობლემა არ შექმნიათ.

ანგარიშის წარდგენისას,მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში  განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.

ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წელს გაწეული საქმიანობის პრეზენტაციისას ყურადღება სოციალური მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც გაამახვილა.  უწყების პირველი პირის განცხადებით, დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  გადამოწმება.

მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ უსაფრთხო და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნის მიზნით  ძირეული რეფორმა გაატარა. 2021 წლის 1 იანვრიდან შრომის პირობების ინსპექტირება ქვეყანაში  ახალ საფეხურზეგადადის.უწყების ხელმძღვანელის განმარტებით,    უბედური შემთხვევების დინამიკამ იკლო, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორს თანამშრომლობის შედეგია.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა აქტიური განსახლება, ასევე მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა, რისთვისაც მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება განახორციელა.

2020 წელს ახალი საცხოვრებელი ფართი 2 000-ზე მეტ  დევნილ ოჯახს გადაეცა.

პროფესიული განათლების, დასაქმების, თვითდასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა.  2021 წელს სააგენტო   დევნილი ოჯახებისთვის 2 200 ახალაშენებულ ბინას და 1 200 სოფლად სახლს შეისყიდის.

ჯანდაცვის სამინისტროს ურყევ პრიორიტეტად  კვლავ  რჩება ჯანმრთელი მოქალაქე, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნა.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...