მთავარისიახლეებიპოლიტიკაკელი დეგნანი ოპოზიციურ პარტიებსა და ქართულ ოცნებას შორის მოლაპარაკებათა შესახებ

კელი დეგნანი ოპოზიციურ პარტიებსა და ქართულ ოცნებას შორის მოლაპარაკებათა შესახებ

Published on

 კელი დეგნანის თქმით, ოპოზიციურ პარტიებსა და ქართულ ოცნებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში არ არის შესული და მისთვის იმედის მიმცემია, რომ 9 პარტია ერთმანეთთან საუბრობს და ეძებს გზას წინსვლისთვის.

“არ ვიტყოდი, რომ ჩიხია, არ დაგეთანხმებით ამ ტერმინის გამოყენებაში. ვნახე, რომ იყო ნამდვილი სურვილი ჩართულობისა და გამოსავლის მოსაძებნად, პოზიციებს შორის დიდი სხვაობის მიუხედავად. ჩემთვის იმედის მომცემია, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული მიზნის მქონე 9 პარტია ჯდება მაგიდასთან, ერთმანეთს უხსნის საკუთარ შეხედულებებს და ეძებს არჩევანს, რომელიც შეიძლება იყოს გზა წინსვლისთვის”. – თქვა დეგნანმა.

კელი დეგნანი გიორგი თარგამაძესთან საუბრისას ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, პოლიტიკური პარტიები საკუთარ ინტერესებზე მაღლა საქართველოს ინტერესებს დააყენებენ და გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯს გადადგამენ.

“ახლა ჩვენ გვინდა, ვნახოთ პოლიტიკური ნება, პოლიტიკური გამბედაობა გადაწყვეტილების მიღებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად. დარწმუნებული ვარ, პარტიები ამას გააკეთებენ, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ საქართველოს ინტერესებს და გადაწყვეტილებას მიიღებენ – ესაა ის, რისი გაკეთებაც დასჭირდებათ პარლამენტში, როდესაც პარლამენტი იქნება მრავალფეროვანი, პარტიებმა უნდა ილაპარაკონ, მათ უნდა იპოვონ, თუ აქვთ საერთო ინტერესები და იმუშაონ საქართველოს მომავლისთვის, მათ შორის რეფორმებზე, რომელიც აუცილებელია ქართული დემოკრატიის გასაუმჯობესებლად”. – თქვა დეგნანმა. გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში ( გამოყენებულია ტელეკომპანია ფორმულას თარგმანი)

სიახლეები

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა - აქციებიდან "ქართული ოცნების" სიაში პორტირებული 20...

აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა....

უკრაინა მზად არის, იმუშაოს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის იმუშაოს ომის დასრულებაზე ამერიკის მიერ...

დაკავების მერე, ქეთი ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება, ტკივილსაც უჩივის – ადვოკატი

აქციაზე დაკავებული ლექტორი, ქეთევან ხუსკივაძე მისმა ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების...