სამხარეო პოლიციაში არავინ საუბრობს, სად არის და რა მდგომარეობაშია შალვა გულუა, რომელსაც ახლა უკვე ბადრი ესებუას მსგავსად ეძებენ

0
680

ბადრი ესებუასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია ახლა უკვე შალვა გულუასაც ეძებს.

შალვა გულუა იმ მანქანის მფლობელია, რომლითაც ერთერთ ვერსიით სოფელ ყულისკარში გუშინ, 21 დეკემბერს ბადრი ესებუა გადაადგილდებოდა. კომენდანტის საათის დროს ადგილობრივებმა სროლისა და შეჯახების ხმა გაიგეს, თუმცა მომხდარის დეტალები არავინ იცის. მანქანას ეტყობა ნატყვიარი და მოხსნილი აქვს ნომრები.

შალვა გულუა დისტრიბუტორია და შესაბამისად, მას ღამით გადაადგილების საშვი აქვს. გავრცელებული ინფორმაციით კი სწორედ გულუას მფლობელობაში არსებული მანქანით გადაადგილდებოდა ბადრი ესებუა. კიდევ ერთი ვერსიით გულუას ესებუასთან საკვები მიჰქონდა.

შალვა გულუას ოჯახი არ უარყოფს, რომ მათი შვილი და ესებუა ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა ახლო კონტაქტსა და რაიმე კავშირს მათ შორის უარყოფენ.

“ისინი [ესებუა] შორს ცხოვრობენ, არაფერი კონტაქტი არ ჰქონდა მაგათთან. დისტრიბუციაში მუშაობს, სამხედრო არაა. საშვი ჰქონდა. საერთოდ არ უნახავს ესებუა და რაში მოეხმარებოდა. ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ზედმეტი რამე რომ გაეკეთებინოს. ზღაპარია, არ ვიცი რა მოხდა”, – ამბობენ გულუას ოჯახის წევრები.

ახლა, როცა მთავარი არხი შალვა გულუას ადგილსამყოფელით დაინტერესდა, ოჯახმა იმის მტკიცება დაიწყო, რომ ახალგაზრდა კაცი სანადიროდ იყო წასული. თუმცა მისი მონადირე ძაღლი სახლშია. სახლშია ასევე შალვა გულუას მობილური მობილური ტელეფონი. 

გულუას ოჯახის წევრები პოლიციაში უკვე დაკითხეს.

შალვა გულუას ოჯახთან ნაცნობობას ადასტურებს ბადრი ესებუას ბიძა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბადრი დამნაშავე არ არის და მხოლოდ იმიტომ არ ჩნდება რომ ეშინია, შეძლებს თუ არა საუკუთარი სიმართლის დამტკიცებას. 

სამხარეო პოლიციაში არავინ საუბრობს, სად არის და რა მდგომარეობაშია შალვა გულუა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ახალგაზრდის ძებნა მათი კომპეტენცია მანამდე არ არის, სანამ ამას ოჯახი არ მოითხოვს.  

გომელაურის უწტება უარყოფს, მაგრამ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2 თვიანი ძებნის შედეგად, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი და ტერორიზმში დადანაშაულებული ბადრი ესებუა პოლიციას ახლა უკვე უკვე მეხუთედ გაექცა.

, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შესაძლოა ბადრი ესებუა ხვალ ან ერთ წელში დააკავონ, მაგრამ შესაძლოა, ის საერთოდ ვერ დააკავონ. მისი თქმით, ქვეყანაში არის პრეცენდენტები, როცა წლობით ძებნილი დამნაშავეები ყავთ და ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა არსებობის დღიდან “ჩავარდნილი” იყო.

“აქედან გამომდინარე, ორ თვეში რატომ ვერ დავაკავეთ ესებუა… ვმუშაობთ. შეიძლება, ერთ წელში დავაკავოთ. შეიძლება, ხვალვე დავაკავოთ. შეიძლება, ვერ დავაკავოთ, კი ბატონო. არის მაგის პრეცენდენტიც ხომ, 20 წელი გადის და ხალხი ვერ დააკვეს”, — აცხადებს იგი

შეგახსენებთ, ზუგდიდში, თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. შეიარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. 

წინა სტატიაანტი-კოვიდი ( II სეზონი), გადაცემა 57 (22.12.2020) [Video]
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ,,კარტოგრაფების საქმეს” არ ეშვება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური