მთავარისიახლეებისაზოგადოება24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდება

Published on

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრულად არ შემსუბუქდეს. ამის შესახებ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა თქვა.

ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისიში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში – ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში.

ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ეს იყო დადგენილი 28 ნოემბრიდან.

სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები.

იმუშავებენ აგრარული ბაზრები, ისევე, როგორც ფუქციონირებდნენ 28 ნოემბრის შემდეგ.

24 დეკემრბიდან 2 იანვრის ჩათვლით ზემოთ აღნინულ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება, იმ შემთხვევაში, თუ დაიცავენ ყველა წესს. მეტიც – ჩვენ ასევე კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების დაწესების შესახებ, რომელიც მეტად დაიცავს მომხმარებლებს. კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან საღამოს 19:00-მდე. ნაკადები მკაცრად უნდა მართონ. ამისთვის ფართის ყოველ 20 კვადრატულ მეტრზე დაიშვება არაუმეტეს 1 მომხარებლისა”. ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ;

სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება – მათ შორის, გატანის სერვისით.

სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ საღამოს 9 საათამდე, ხოლო 21 საათის შემდეგ დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00-დან 05:00-მდე. ასევე ძალაში რჩება გამონაკლისი საახალწლო ღამის და შობის ღამის.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...