მთავარისიახლეებისაზოგადოება"გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე" - გადაცემის სტუმარია "თოლისკურის" დამფუძნებელი გვანცა კიკალეიშვილი

“გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე” – გადაცემის სტუმარია “თოლისკურის” დამფუძნებელი გვანცა კიკალეიშვილი [Video]

Published on

განათლების და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ ხობის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორგანიზაცია, რომლის მიზანია მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, განათლება და სამოქალაქო აქტივობის ამაღლება მუნიციპალიტეტის სოფლებში; ქალთა, ახალგაზრდა გოგონათა, შშმპ, სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
თოლისკური „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ გრანტიორია და ახორციელებს პროექტს “სუფთა ფურცლიდან“. პროექტის მიზანია მიზანია, ორგანიზაციული განვითარების შემზღუდავი ფაქტორების გამოვლენა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინფორმაციული და ფინანსური გამჭვირვალობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა (ტრენინგი ბუღალტერისათვის; საჯარო პლატფორმის შექმნა და ა.შ.). პროექტის ძირითადი სამიზნე ჯგუფებია თემის მოსახლეობა, დონორი ორგანიზაციები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მოხალისეები.
პროექტის გაცნობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ხუთი თემის მოხალისეებთან და ორგანიზაციის წევრებთან; თორსის თემში, ხუთი თემის (თორსა, ხეთი, ხამისქური, პირველი მაისი) ოცი მოხალისესთვის, ჩატარდა ტრენინგი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის არსზე; მომზადდა და გავრცელდა ბრენდული მასალები (ჩანთა, მაისური, ჭიქა, ბლოკნოტი); ორგანიზაციაში მოეწყო სტენდი მიმდინარე პროექტების შესახებ მოკლე ინფორმაციით; ასევე, მომზადდა ვიდეო კოლაჟი განხორციელებული პროექტების შესახებ. პროექტმა ხელი შეუწყო საზოგადოებაში ორგანიზაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...