მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალგაზრდა მეწარმეების პრობლემები პანდემიის დროს და "დიას ჰენდმეიდის" აქსესუარები

ახალგაზრდა მეწარმეების პრობლემები პანდემიის დროს და “დიას ჰენდმეიდის” აქსესუარები [Video]

Published on

აფხაზეთიდან დევნილ 37 წლის დიანა ფასანძისთვის სახლის ეს კუთხე ყველაზე საყვარელი ადგილია, სადაც ხელთნაკეთ ნივთებს ამზადებს. ერთ დროს ჰობი უკვე საყვარელ საქმიანობად აქცია და შემოსავლის ძირითად ნაწილსაც აქედან იღებს.

თვითნასწავლი ხელსაქმის ოსტატი პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია, თუმცა ახლა ყველა საქმე განზე გადადო და დროს მხოლოდ „დიას ჰენდმეიდს“  უთმობს. ამბობს, რომ უსარგებლო ნივთი არ არსებობს და ყველა ძველმანს ახალ სიცოცხლეს სძენს. ჯერ დაფინანსება არ მიუღია, მასალას საკუთარი ხარჯებით იძენს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები დამაბრკოლებელი ფაქტორი აღმოჩნდა, რადგან ვერ ყიდულობს სასურველ მასალას და ვერც მაღაზიებში აბარებს, ამიტომ ახლა მხოლოდ სოციალური ქსელით ახერხებს პროდუქციის რეალიზებას. „დიას ჰენდმეიდი“  სხვადასხვა აქსესუარს და სასაჩუქრე ნაკრებს მოიცავს. ახალგაზრდა ხელოვანი მსურველებს ნატიფი გემოვნებით, სუფთად და საკუთრი თვალთახედვით დამზადებულ ნივთებს სთავაზობს. ახლა ერთი მიზანი აქვს- ინდმეწარმის სტატუსით დარეგისტრირება, დაფინანსების მოპოვება   და საწარმო საქმიანობის გაფართოება.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...