მთავარისიახლეებისაზოგადოებასენაკში 40 პაციენტზე გათვლილი კოვიდკლინიკა გაიხსნა

სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი კოვიდკლინიკა გაიხსნა [Video]

Published on

სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდკლინიკა გაიხსნა ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა, მისივე განმარტებით რეგიონში ამჟამად 6 კოვიდკლინიკა ფუნქციონირებს.

ამასთანავე, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს არსებული შეზღუდვების შედეგად რეგიონში გაუმჯობესებულ ვითარებაზე ესაუბრა და მოქალაქეებს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.

თორიასვე განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით  ინფიცირების 199 შემთხვევა დაფიქსირდა და 4 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო არსებულ კოვიდ კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 297 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 94 პაციენტი, 27 კოვიდ პაციენტის მდგომარეობა  კი  მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 69  ადამიანი. ამასთანავე, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...