მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ხერხეულიძე: არ მესმის ომიდან წასულების პოზიციების-ვინ ვარ მე, რომ ჩემი წყენები...

ეკა ხერხეულიძე: არ მესმის ომიდან წასულების პოზიციების-ვინ ვარ მე, რომ ჩემი წყენები საქვეყნო საქმეს ვანაცვალო ?!

Published on

,,ჩვენი მეგობრობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან იღებს სათავეს და როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ჩემთვის გრიგოლ ვაშაძის შეფასება ამ დღიდან იწყება.ქვეყანა რომ იბომბებოდა პარლამენტთან მისულმა ერთადერთ სამინისტროში შევნიშნე სინათლე და იქ გავატარე ომის დღეები.ბ-ნი გიას ოთახში ერთად გავათენეთ ღამეები და გადავიტანეთ ის უმძიმესი განსაცდელი . ამიტომ,ვერაფერი შეცვლის იმას,რაც საკუთარი თვალით ვნახე…- წერს ეკა ხერხეულიძე, ეროვნული მოძრაობის მაშნ სრულიად ახალგაზრდა,მაგრამ თვალსაჩინო წარმომადგენელი 90 -იან წლებში და ენმ -ს რიგებში აქტიური მებრძოლი ვარდების რევოლუციისა და შემდგომ პერიოდში.

,,რაც შეეხება დღევანდელ საკითხს,ცხადია, სოლიდარული ვერ ვიქნები და არა იმიტომ,რომ სოციალური ქსელიდან გავიგე ამ გადაწყვეტილების თაობაზე(მიმაჩნია,რომ ვიმსახურებდი პირადად მცოდნოდა) არამედ იმიტომ,რომ ზოგადად,არასდროს მესმის ომიდან წასულების პოზიციების.

არ მესმოდა მათი, ვინც სხვადასხვა დროს მონოლითურობა დაარღვია და საკუთარი წყენები ბაზისად გამოიყენა ახალი პარტიების ასაწყობად,არც მათი მესმის, ვინც ამბობს, რომ დაიღალა . არ მეგულება არგუმენტი,რაც ამართლებს ამ პოზიციას.საერთოდაც ასე მესმის-ვინ ვარ მე ,რომ ჩემი წყენები საქვეყნო საქმეს ვანაცვალო ?! ჩვენს უკან ათასობით ბრძოლაში დაღლილი ადამიანი დგას და იმსახურებენ დიდ სიხარულს.ბრძოლა გამარჯვებამდე” – წერს ეკა ხერხეულიძე

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...