მთავარისიახლეებისაზოგადოებაგალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 55 წლის კაცი არხში გარდაცვლილი იპოვეს

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 55 წლის კაცი არხში გარდაცვლილი იპოვეს [Video]

Published on

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, 55 წლის გია გუნია გარდაცვლილი იპოვეს. ის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, თუმცა, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა. ერთერთი ვერსიით, გუნიას მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა. ხოლო ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით, სოფელ ჭუბურხინჯთან, რუსების ბაზასთან ახლოს მდებარე არხში ჩააგდეს.

შემთხვევა გალი-ჭუბურხინჯის ცენტრალურ გზაზე გუშინ ღამე მოხდა. ოჯახი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, რადგან ცხედრის გადმოსვენებისთვის საჭირო სპეციალური საშვი, შესაძლოა, ვერ მიიღონ.

55 წლის გია გუნიას ცხედარი ადგილობრივმა შემთხვევით მაშინ იპოვა, როცა საქონელს ეძებდა. გარდაცვლილს მანქანის დაჯახების კვალი ეტყობოდა. მომხდარზე დე ფაქტო შსს-მ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია სავარაუდო დამნაშავეც.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...