მთავარისიახლეებიმსოფლიომთიან ყარაბაღში შეტაკებისას 4 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

მთიან ყარაბაღში შეტაკებისას 4 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

Published on

სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ მთიან ყარაბაღში საბრძოლო დაპირისპირება მოხდა  – 13 დეკემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დაღუპულია 4 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ისინი იმ ადგილას მოკლეს, რომელსაც უკვე აზერბაიჯანელები აკონტროლებენ.

მათი თქმით, ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების განლაგების შემდეგ ეს პირველი დანაკარგია.

თავის მხრივ, სომხეთის ხელისუფლება ამბობს, რომ მათი მხრიდან ექვსი ადამიანი დაიჭრა – უცნობია, ზუსტად როდის, თუმცა სომხეთი მომხდარში აზერბაიჯანს ადანაშაულებს.

სომხეთის თავდაცვის , აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში, ძველი თაღარისა და ცხაბერდის მიმართულებით, სამხედრო მოქმედებები გუშინ განაახლა და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. მათ უმოქმედბაში არაპირდაპირ დაადანაშაულეს რუსული სამშვიდობო ძალებიც, თუმცა ასევე განაცხადეს, რომ სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო პირებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ჰადრუთში არსებული სიტუაცია მოგვარდეს და მხარეები ადრინდელ პოზიციებს დაუბრუნდნენ.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თქმით, “აზერბაიჯანული მხარის და რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები სომხეთის ზოგიერთი ლიდერის და მედიის მიერ” მიუღებელია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...