მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიციამ ნარკოდანაშაულის გამო 1 პირი დააკავა - ამოღებულია 509 აბი სუბოტექსი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის გამო 1 პირი დააკავა – ამოღებულია 509 აბი სუბოტექსი [Video]

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1 პირი – 1981 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.

“სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 115 აბი ამოიღო, ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 394 აბი “სუბუტექსი”, – წერია უწყების განცხადებაში.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...