მთავარისიახლეებიპოლიტიკასასოწარკვეთილი კობახიძე ენას იქავებს: ,,სააკაშვილის ორივე პარტია საპარლამენტო სივრციდან გაქრება''

სასოწარკვეთილი კობახიძე ენას იქავებს: ,,სააკაშვილის ორივე პარტია საპარლამენტო სივრციდან გაქრება”

Published on

სააკაშვილი შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომ არ დააკმაყოფილებს მას – მისი ორივე პარტია საპარლამენტო სივრციდან გაქრება,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი  ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს იქნება ლოგიკური შედეგი დემოკრატიული განვითარების.

“სააკაშვილი ბუნებრივია, იქნება კამყოფილი გამომდინარე იქიდან, რომ მისი ერთადერთი ამოცანა არის დესტრუქცია. სააკაშვილი თავის გვარამიასთან და ბოკერიასთან ერთად ყველაფერს აკეთებდა, რომ აეყირავებინა მოლაპარაკებების მაგიდა. ის შეიძლება იყოს კმაყოფილი, მაგრამ ამ პროცესის დასასრული იქნება ისეთი, რომ არ დააკმაყოფილებს  მიხეილ სააკაშვილს – მისი ორივე პარტია, მისი პირმშოა ორივე – „ნაცმოძრაობა“ და “ევროპული საქართველო”, ქართული პოლიტიკიდან და საპარლამენტო სივრციდან გაქრება და ეს იქნება ძალიან ლოგიკური და კანონზომიერი შედეგი დემოკრატიული განვითარების”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოპოზიციური სპექტრი უნდა გაიწმინდოს ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალებისგან – ბოკერიებისგან, სააკაშვილებისგან და უგულავებისგან.”

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა განაცხადა, რომ დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა. მისივე შეფასებით, “ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება”.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...