მთავარისიახლეებისამართალიგზა მოგვიჭრეს, რომ თედოს მეუღლეს მივუსამძიმროთ, არ გვაქვს მიახლოების უფლება – აკაკი...

გზა მოგვიჭრეს, რომ თედოს მეუღლეს მივუსამძიმროთ, არ გვაქვს მიახლოების უფლება – აკაკი კობალაძე

Published on

ისნის საოლქო კომისიის წევრი აკაკი კობალაძე, რომელიც სასმართლომ 10 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, ამბობს, რომ სამართლებრივი შეზღუდვებიდან გამომდინარე, დღეს არ აქვს შესაძლებლობა გარდაცვლილი მეგობრის, თედო გობეჯიშვილის ოჯახს მიუსამძიმროს.

“ჩვენ ჩვენი მძიმე ბრალდებიდან გამომდინარე, გზა მოგვიჭრეს, რომ მივიდეთ და თედოს მეუღლეს მივუსამძიმროთ, არ გვაქვს მათთან მიახლოების უფლება, ის არის დაზარალებულები, ჩვენ ვართ ბრალდებულები ამ საქმეზე და ამისთვის ბოდიშს ვუხდი ოჯახს, რომ უბრალოდ შეუძლებელია ჩვენგან ამის გაკეთება, მაგრამ რაღაცას მოვახერხებთ ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად სიმართლე გაიმარჯვებს, ყველაფერი მართლაც ამ სტუდიიდან დაიწყო.” –ამბობს კობალაძე

კობალაძე, რომელიც საქართველოს მე–10 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის სხდომამდე, ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს, ფიქრობს, რომ პარლამენტს ჭირდება არა მარტო იურიდიული და სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ლეგიტიმაცია.

“ როდესაც ქვეყანა ვერ იღებს ბიუჯეტს, პოლიტიკურ კრიზისად ირაცხება პარლამენტი უნდა დაიშალოს და ხელახალი არჩევნები შედგეს, ჩვენ კი ვიღებთ პარლამენტში მხოლოდ ერთ ფრაქციას, ერთ პოლიტიკურ კონიუნქტურას”. – ამბობს აკაკი კობალაძე.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...