მთავარისიახლეებიპოლიტიკა'' ხვალ მივმართავთ ცესკოს და უარს ვიტყვით მანდატებზე, ასევე ჩავხსნით ...

” ხვალ მივმართავთ ცესკოს და უარს ვიტყვით მანდატებზე, ასევე ჩავხსნით სიებს“ – „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი

Published on

„ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავწერთ ხვალ განცხადებას და ჩავხსნით ჩვენს სიებს“, – ამის შესახემ გიორგი ვაშაძემ ბლოკის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი განცხადებით, პარტია აგრძელებს ბოიკოტს და მოწადინებულია, რომ შეთანხმება შედგეს.

„ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას; სიტუაცია ძალიან მძიმეა და ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა გამარჯვება ვინმესი, არამედ უზარმაზარი პრობლემა , მარცხი ქართული დემოკრატიის. ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო.

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს გვექნება, როგორც ყოველთვის, ჩვენი დამოუკიდებელი პოზიციები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მეტი კონსოლიდაცია ადამიანებისა, ვინც ფიქრობს, რომ უნდა ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება ერთსულოვანია. მისი თქმით, ხვალ მიმართავენ ცესკოს და მანდატებზე უარს იტყვიან, ასევე ჩახსნიან სიას.

„ყველამ იცოდეს, ახლა რაც გიორგი ვაშაძემ გააკეთა…თქვენ რომ იცოდეთ, ამ წამს ახლადშექმნილმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ამ ლიდერის ამ ნაბიჯით…ეს ის კი არ არის, დიდი ხანია რომ დაფინანსებები აქვთ გამოცდილ, უკვე პოლიტიკაში მყოფ პარტიებს…ახლადშექმნილმა, ორთვენახევრის პარტიამ და თვითონ ისაუბრებს ამაზე, როგორი ნამდვილი პოლიტიკოსია, აი, დღეს ჩემი თვალით ვნახე გიორგი ვაშაძე. ის, რა რისკიც დღეს მან გაიღო სახელმწიფოებრიობისთვის, ბარაქალა მას. ეს არის პოლიტიკოსის უბრწყინვალესი ნაბიჯი და ბარაქალა გიორგი ვაშაძეს, რომ საერთოდ გვყავს ასეთი ახალგაზრდა, პერსპექტიული პოლიტიკოსი“, – განაცხადა ვაშაძის ბრიფინგის დასრულების შემდეგ ბლოკის წევრმა, „კანონის და სამართალის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....