მთავარისიახლეებისაზოგადოებასესხის მოთხოვნა დისტანციურად - ახალი სერვისი ტერაბანკისგან

სესხის მოთხოვნა დისტანციურად – ახალი სერვისი ტერაბანკისგან [Video]

Published on

ტერაბანკში სესხის განცხადის შევსება და აღება უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი. ახალი სერვისი ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ტერაბანკის ვებგვერდსwww.terabank.ge-ს ეწვიონ და სესხის მოთხოვნის განაცხადი ონლაინ შეავსონ. დამტკიცების შემთხვევაში, ბანკის არსებული მომხმარებლები სესხს ინტერნეტბანკითვე გაიაქტიურებენ, ახალ მომხმარებლებს კი ფილიალში მისვლა მხოლოდ ერთხელ, თანხის მისაღებად მოუწევთ.

როგორც ტერაბანკში აცხადებენ, პანდემიით განპირობებული გამოწვევების ფონზე, დისტანციური პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ხდება. „ჩვენ ამ სერვისზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ და ბანკის ვებგვერდზე სახის ამომცნობი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრირება განვახორციელეთ. ვფიქრობთ, ეს საინტერესო ინიციატივაა როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების უსაფრთხოებისა და კომფორტის თვალსაზრისით“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკისთვის დისტანციური მომსახურებების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებული პირველი მკაცრი შეზღუდვები დაწესდა, ბანკმა მომხმარებლებს ახალი, დისტანციური სერვისები შესთავაზა, მაგალითად, პლასტიკური ბარათის დისტანციურად შეკვეთა, რომელსაც მომხმარებელი სასურველ ადგილას იღებდა. ბანკი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და სამომავლოდაც არაერთი საინტერესო სიახლის შეთავაზებას გეგმავს.

დაწვრილებითიინფორმაციისთვისანპროდუქტითსარგებლობისთვისეწვიეთტერაბანკის ზუგდიდისფილიალსმისამართზე:თაბუკაშვილის N1  ანდარეკეთნომერზე:2 55 00 00

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...