მთავარიUncategorized"ნიკოლ, შენ ყველა შემთხვევაში წახვალ. წადი მშვიდობიანად". – ოპოზიცია ფაშინიანს ულტიმატუმს უყენებს

“ნიკოლ, შენ ყველა შემთხვევაში წახვალ. წადი მშვიდობიანად”. – ოპოზიცია ფაშინიანს ულტიმატუმს უყენებს

Published on

სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება.

5 დეკემბერს ერევანში ოპოზიციამ და დემონსტრანტებმა პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ულტიმატუმი წაუყენეს და გადადგომისთვის დრო დღევანდლამდე, 8 დეკემბრამდე მისცეს, მაგრამ იგი ამ მოთხოვნას არ გამოეხმაურა

.სომხეთის დედაქალაქში ასობით მომიტინგემ ქუჩები გადაკეტა მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის შეთანხმების გამო გადადგომის მოთხოვნას არ გამოეხმაურა.”სომხეთი ნიკოლის გარეშე” – გაიძახოდნენ მომიტინგეები ერევნის ქუჩებში. 

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი დირექტორის, არტურ ვანეციანის განცხადებით, 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად წამოაყენა ყოფილი პრემიერი ვაზგენ მანუკიანი. მანუკიანის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში ის ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, რომელშიც თვითონ მონაწილეობას არ მიიღებს.

დღეს, 8 დეკემბერს ოპოზიციური, სომხეთის რევოლუციური ფედერაციის პარტიიდან, იშხან საგატელიანმა, კოორდინირებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დააანონსა.

“ნიკოლ, შენ ყველა შემთხვევაში წახვალ. წადი მშვიდობიანად”. – თქვა მან. 

ოპოზიცია გეგმავს ქუჩების ბლოკირებას, საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო ქსელის პარალიზებას. 

ოპოზიცია და დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას ყარაბაღის შეთანხმების გაფორმების გამო ითხოვენ. 10 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, მხარეები საკუთარ პოზიციებზე დარჩებიან, შესაბამისად, აზერბაიჯანს დარჩება ყველა ის ტერიტორია, რაც 27 სექტემბერს შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ აიღო. რეგიონში ასევე განლაგდებიან რუსი სამშვიდობოები.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...