მთავარისიახლეებისაზოგადოებაადგილობრივები სოფელ ნოჯიხევში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული პირების გამოვლენას და დასჯას ითხოვენ

ადგილობრივები სოფელ ნოჯიხევში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებული პირების გამოვლენას და დასჯას ითხოვენ [Video]

Published on

ბოლო დროის ყველაზე სასტიკი ყაჩაღობის ფაქტი სამეგრელოში ამ დრომდე გაუხსნელია. სამართალდამცავებისთვის ჯერ უცნობია, ვინ დააყაჩაღა გოცირიძეების ოჯახი სოფელ ნოჯიხევში. 73 წლის მედეა გოცირიძეს სახლში ნიღბიანი პირები იმ დროს დაესხნენ თავს, როცა კომენდანტის საათი იყო, გამთენიისას, 4 საათზე მოხუცი ქალი სასტიკად აწამეს, სკამზე მიაბეს და დააუთავეს. მედეა გოცირიძეს უმძიმესი დაზიანებები აქვს, მისგან  თავდამსხმელები დიდძალ ფულს ითხოვდნენ. ოჯახის წევრები და ადგილობრივები დამნაშვეების გამოვლენას და უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...