მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ურთულესი და უმძიმესი დღეების გადატანა უწევთ

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ურთულესი და უმძიმესი დღეების გადატანა უწევთ [Video]

Published on

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება ენგურის გამშვები პუნქტის დროებით გახსნის შესახებ,  ენგურის გამშვები პუნქტის გავლით მოქალაქეთა გადასვლა 10 დეკემბრამდე, 9:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში მოხდება.  მატთვის  სავალდებულო იქნება სამედიცინო და სანიტარიული კონტროლის გავლა საზღვარზე, აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა წარადგინოს COVID-19 ის ტესტის დოკუმენტი, ე.წ.  საზღვრის გადაკვეთამდე არაუგვიანეს სამი დღის განმავლობაში. კოვიდპანდემიის  პირობებში ოკუპირებულ აფხაზეთში  მცხოვრებ მოქალაქეებს ურთულესი და უმძიმესი დღეების გადატანა უწევთ,  მათი თქმით, სურსათი გაძვირდა, მედიკამენტებზეც ფასმა  მოიმატა.  

ენგურის გამშვებ პუნქტთან მობილიზებულია, სამედიცინო დახმარების ცენტრი, რომელიც აკონტროლებს პაციენტების მდგომარეობას. მოქალაქეები სანამ საზღვარს გადაკვეთენ გადიან აუცილებელ თერმოსკრინინგს.  შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა- ენგურის ხიდი   9 თვეა  ჩაკეტილია,  გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და 10 დეკემბრამდე იფუნქციონირებს, აუცილებლობის შემთხვევაში კი მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება 14 დღიანი კარანტინის გავლა. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...