მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკავილი: ნაციონალური მოძრაობა შეკრულია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც...

მიხეილ სააკავილი: ნაციონალური მოძრაობა შეკრულია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს!

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს, 4 დეკემბერს გამართულ პოლიტიკურ საბჭოს სხდომას ეხმაურება და წერს, რომ პარტია შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად. 

“დღეს გაიმართა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ჩავერთე. სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ და მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება. გადამწყვეტ მომენტში ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად!

ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ პოლიტსაბჭოზე ნიკა მელიას, სალომე სამადაშვილს და პარტიის რამდენიმე სხვა ლიდერს. მართლაც, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების, ჩვენს ძალიან ბრძოლისუნარიან ორგანიზაციაში.” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...