მთავარისიახლეებიმსოფლიოვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ...

ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ფაშინიანი შიდაპოლიტიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში ხელი მოაწერა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულების თაობაზე.

2 დეკემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერთა ონლაინ სამიტზე პუტინმა თქვა, რომ კონფლიქტის შესაჩერებლად „ფაშინიანს მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო“.

„დღევანდელ სხდომაზე ყველას გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობის დონე, როცა ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღება. [ფაშინიანმა] იკისრა ეს პასუხისმგებლობა და ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს მათ ძალისხმევაში, რათა დაამყარონ მშვიდობა, შეძლონ ყველა მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება, დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ,“ თქვა პუტინმა.

თავის მხრივ, ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებს უწოდა „რეგიონში უსაფრთხოების გარანტები“ და აღნიშნა, რომ პუტინმა „განსაკუთრებული როლი“ ითამაშა „სისხლისღვრის შესაჩერებლად.“

სიახლეები

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს. „პუტინი სუსტდება....

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, პირველი ლედები,...

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე 6 პირს 5-5 წლით, ხოლო ერთს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, ასე­ვე და­ვით ჟღენტს, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ი­ას, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძეს, ზაქ­რო...