საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა

0
445

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 139 343
გამოჯანმრთელებულია – 117 560
გარდაცვლილია – 1 303
კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 104
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 857
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 366
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 43 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

წინა სტატიასაქართველოში COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 237 შემთხვევა გამოვლინდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური