მთავარისიახლეებისაზოგადოებახობში სკოლის დირექტორის გათავისუფლება გააპროტესტეს

ხობში სკოლის დირექტორის გათავისუფლება გააპროტესტეს [Video]

Published on

ყოფილი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტეს დღეს  ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.  აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროსგან  იმ მიზეზების განმარტებას  ითხოვენ, თუ რის საფუძველზე გაათავისუფლეს კობა კვიკვინია, რომელსაც სამსახურეობრივი გადაცდენა არ ქონია. სამინისტროს გადაწყვეტილება მიუღებელი და გაუგებარია კობა კვიკვინიასთვისაც, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ წარმატების გარდა სკოლაში მუშაობის პერიოდში არც ერთი დარღვევა არ ქონია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური ნიშნის გამო მოხდა.

კობა კვიკვინია პირველი მაისის სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭოს მიერ  2011 წელს 6 წლის ვადით აირჩა.

სიახლეები

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...