უმუშევრობისა და შიმშილობის ფონზე მთავრობის დახმარებები დამცინავია – ფადი ასლი

0
417

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარე ფადი ასლი პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, სამ ყველაზე პრობლემურ პუნქტს ასახელებს.

  • “ლარის გაუფასურება – ეს ნომერ პირველია.
  • გაჭირვება, რომლიც იზრდება და ადამიანებს მოუწევთ შიმშილი
  • გაზრდილი კრიმინალი.

ეს არის ის 3 ძირითადი, რამ, რომლის შედეგებსაც ძალიან მალე მოვიმკით” – ამბობს ფადი ასლი მთავარი არხის ეთერში

ფადი ასლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება დახმარებებით მოსახლეობას ატყუებს, რადგან მთავრობა გაჭირვებული ადამიანებისთვის იმის 10%–საც არ იმეტებს, რაც საჭიროა:

“დახმარებები, ეს სრული სისულელეა, უაზრობაა. 200 ლარი დღეს 60 დოლარია, რაც რას ნიშნავს – მაგალითად ამერიკაში ადამიანები რომელბიც ამ პერიოდში კარგავენ სამსახურს, 2500 დოლარს იღებენ დახმარების სახით, გასაგებია, რომ საქართველოს შედარება ამერიკის ეკონომიკასთან არ გამოდის, მაგრამ დავთვალოთ GDP-პერ კაპიტაზე, იმისთვის რომ ჩვენი სიდუხჭირე თუ სიმდიდრე განვსაზღვოთ, მთავრობა ახლა 10-ჯერ მეტს უნდა აძლდევდეს ადამიანებს, ანუ 600$-ს ნაცვლად 60-ისა – ანუ ისინი იმის 10%-საც კი არ აძლევენ ადამიანებს რასაც უნდა ახლა გასცემდნენ, სიმბოლური თანხაც კი არ გამოდის. ეს სირცხვილია, ესაა რასაც აკეთებენ. ისინი არცხვენენ ადამიანებს, ისინი ატყუებენ მათ.” – ამბობს ფადი ასლი.

გარდა ამისა, ფადი ასლი თვლის, რომ გაზაფხულიდან ქვეყანას 100 000 უმუშევარი დაემატება, ხოლო ეროვნულ ბანკს, რომელიც მილიონებს ხარჯავს ლარის გასამყარებლად, კრიზისის გამწვავებასთან ერთად, ლარის შესანარჩუნებლად მილიონების დახარჯვა ყოველკვირეულად მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც. მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

წინა სტატიასარესტორნო ბიზნესი და კაფე- ბარები გაკოტრების პირას არიან – მეორე ლოქდაუნის გარდაუვალი შედეგები [Video]
შემდეგი სტატია“ხმა ამოიღეთ!” – საგარეოსთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია იმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური