მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა: თუ საჭიროა შეზღუდვები, საახალწლოდაც საჭიროა. პანდემია საახალწლოდ ისვენებს?

გიგი უგულავა: თუ საჭიროა შეზღუდვები, საახალწლოდაც საჭიროა. პანდემია საახალწლოდ ისვენებს?

Published on

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ აბსოლუტურად გაუგებარია მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 28 ნოემბრიდან ე.წ კომენდანტის საათი ერთი საათით ადრე დაიწყება. 

გიგი უგულავას შეფასებით, გაუგებარია ისიც, რატომ ამყარებდა მთავრობა საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვაზე დიდ იმედებს, რადგან მისივე განმარტებით, სადაც ე.წ კომენდანტის საათი შემოიღეს, იქ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა პირიქით გაიზარდა. 

“შეზღუდვებზე საუბრობს [გიორგი გახარია], ელაპარაკება და მხოლოდ იმ სპეციალისტების აზრს ითვალისწინებს, რომლებიც მათი პოლიტიკური მარიონეტები არიან და საუბარი და დისკუსია საჭიროა ამაზე გაცილებით უფრო ფართო ფორმატით, მათ შორის ოპოზიციასთან და ეს მარტიდანვე უნდა დაწყებულიყო”. – ამბობს გიგი უგულავა. 

ოპოზიციური ლიდერი ეხმაურება იმ ფაქტსაც, რომ დაწესებული შეზღუდვები ახალი წლისა და შობის ღამეს მოიხსნება. მისი შეფასებით, მთავრობის გეგმა “საერთოდ გაუთვლელია” და არაფერ საღ აზრს არ ეფუძნება. 

“რატომ მოიხსნება მაშინ, თუ საჭიროა შეზღუდვები, საახალწლოდაც საჭიროა. პანდემია საახალწლოდ ისვენებს? და უკვე 3 იანვრიდან ორი კვირა მთელი ქვეყანა საერთოდ ისვენებს, ყველა. ეს რას ნიშნავს, რომ საერთოდ გაჩერდება ყველაფერი, ხო? საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება პანდემიაზე უარეს დღეში აღმოვჩნდეთ, ერთი დიდი ღვიძლის გადიდება მიიღოს შეიძლება ამ ხალხმა, იმიტომ, რომ სმას გადაყვეს ნახევარი ქვეყანა”. – თქვა გიგი უგულავამ. 

26 ნოემბერს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ წარადგინა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2-თვიანი გეგმა, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში ზღუდავს, როგორც გადაადგილების, ისე მთელ რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს. 

სიახლეები

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...

კალასი- გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა გავიდეს

სიმართლეა, რომ რუსეთს მრავალი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მათი ძალები სხვადასხვა ადგილზე იმყოფება, საქმე...

თვითონ დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა ომი, ანწუხელიძე შეეწირა რუსულ ოკუპაციას – კობახიძე

იყო ოკუპაცია, რომელიც განხორციელდა საბჭოთა რეჟიმის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ოკუპაციას შეეწირა...