საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე ე.წ კარტოგრაფების საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურაშია დაბარებული

0
389

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნინო კალანდაძე, პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა კალანდაძე დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს 

ყოფილი მაღალჩინოსანი სავარაუდოდ ე.წ კარტოგრაფების საქმის გამოძიების ფარგლებშია დაბარებული.

ინფორმაცია კალანდაძემ თავად გაავრცელა.

,,მეგობრებო, ბევრი თქვენგანი მირეკავს. – წერს ნინოკალამდაძე თავის პირად ფეისბუქგვერდზე – არ წყდება ჟურნალისტების ზარები. ამიტომ, ყველას ერთად გიპასუხებთ:ვადასტურებ, რომ დამიკავშირდა გენერალური პროკურატურის გამომძიებელი, გამოკითხვაზე ჩემს დასაბარებლად. ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მისვლას სწორედ ეს გზა ვარჩიე. ამ ეტაპზე, გამოკითხვის თარიღი ჩემთვის უცნობია.

რაც შეეხება საკითხის შინაარსს, დემოკრატიულ ქვეყანში ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა რა შეიძლება იყოს ჩემი დაბარების მიზანი, მაგრამ იმ სამწუხარო რეალობაში, როცა კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერ-ჯერობით დუმს, და როცა ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს მოღალატის დამსახურებული იმიჯის გათეთრებას, წარმოუდგენელი ან დაუჯერებელი აღარაფერია.

საინტერესოა, რომ პროკურატურის წარმომადგენელთან საუბრის დასრულებისთანავე, მყისიერად დამიკავშირდა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი და, „გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“კომენტარის გაკეთება მთხოვა ვკითხე, სად გავრცელდა თქო და სოციალურ ქსელშიო თქვენი წყარო კონკრეტულად ვინ არის მეთქი და ჩვენი პროდიუსერიო. და იმის წყარო თქო? ოო, ეგ არ ვიციო. მაშინ, თქვენი პროდიუსერის წყაროსთან გადაამოწმეთ მეთქი. როგორ შესაშურ სინქრონში მუშაობს პროკურატურა და მედია, როცა საქმე პოლიტიკურ დაკვეთებს ეხება და როგორი უმწეოა ხელისუფლება ყველგან, სადაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესია. ასეა თუ ისე, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. ყველაფერი კარგად იქნება!” – წერს ნინო კალანდაძე

წინა სტატია“ოცნება” რაღაცებზე დაფიქრდა, როგორც ჩანს, გააცნობიერეს, რომ სრული ქაოსი და საშინელი ზამთარი გველის”-ალეკო ელისაშვილი
შემდეგი სტატია,,ჟვანიას გადაყენებაზე არა, მაგრამ საარჩევნო რეფორმის ცვლილებაზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია”- ირაკლი კობახიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური