მთავარისიახლეებისაზოგადოებამონადირე ომარ ქანთარია, რომელსაც წალენჯიხის რაიონის სოფელ ხოკოს მთებში იარაღი გაუვარდა...

მონადირე ომარ ქანთარია, რომელსაც წალენჯიხის რაიონის სოფელ ხოკოს მთებში იარაღი გაუვარდა და დაიჭრა, ტყიდან გამოყვანისას დაიღუპა [Video]

Published on

55 წლის მონადირე, ომარ ქანთარია, რომელსაც  წალენჯიხის რაიონის სოფელ ხოკოს მთებში იარაღი გაუვარდა და დაიჭრა, ტყიდან გამოყვანისას დაიღუპა. 

მონადირე მუცლის არეში იყო დაჭრილი. მას შემდეგ, რაც იარაღი გაუვარდა, 112-ში თავად დარეკა. სამაშველო სამსახურმა ადგილზე ვერტმფრენი გაგზავნა, თუმცა მთებში ძლიერი ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა დაჯდომა ვერ მოახერხა. ამის შემდეგ სამაშველო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მაშველები ფეხით ასულიყვნენ მთაში და დაჭრილი საკაცით ჩამოეყვანათ. 

55 წლის მონადირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაშველების ადგილზე მისვლისთანავე მძიმე იყო. როგორც უწყებაში ამბობენ, მთიდან მის ჩამოსვენებას კიდევ 3 საათი დასჭირდება. სამაშველო სამსახური სხვა დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.

ოჯახის ინფორმაციით, ომარ ქანთარია წლებია, რაც მონადირეა, ტყეში ყოველთვის დადიოდა, იარაღსაც კარგად ფლობდა. ჰყავს თუ არა ფაქტს თვითმხილველი, უცნობია.

სიახლეები

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...