მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯიხაშკარის სკოლაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ჯიხაშკარის სკოლაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო [Video]

Published on

შსს-ს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის სკოლაში მუშა დაზიანდა. სკოლაში სარემონტო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც აქ იყო დასაქმებული, სამშენებლო მასალა  დაეცა. მამაკაცს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ის გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მისი მდგომარეობა, ექიმების შფასებით, მძიმეა.

ჯიხაშკარის მე-2 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ფონდში აცხდებენ, უსაფრთხოების წესებს მკაცრად იცავენ, მამაკაცს  მუშაობის დროს დამცავი ჩაფხუტი ეხურა,რომელმაც იგი დაზიანებისგან დაიცვა.  სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუშა შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა, როდესაც მესამე სართულიდან გადმოყრილი ნაშალი მასალა თავში მოხვდა.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...