მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიზნესსექტორი ლოქდაუნის მოლოდინში

ბიზნესსექტორი ლოქდაუნის მოლოდინში [Video]

Published on

გამკაცრდება თუ არა შეზღუდვები ქვეყანაში და რა ბედი ელის  ახალი რეგულაციების მომლოდინე ბიზნეს-სექტორს საქართველოში. ეკონომიკური კრიზისიდან ჯერ კიდევ ვერგამოსული სექტორი მეორე ლოქდაუნს, როგორც სფეროს წარმომადგენელები ამბობენ, ვეღარ გაუძლებს და კიდევ უფრო გაკოტრდება. შეზღუდვები, სავარაუდოდ, დიდ სავაჭრო ცენტრებს, ტრანსპორტსა და სილამაზის სალონებს შეეხება. ესთეტიკურ ცენტრებსა და სალონებში გაზრდილი მომსახურების მიუხედავად, ერთ დროს შემოსავლიანი ბიზნესი უკვე თავს ვეღარ ირჩენს. ბიზნესის წარმომადგენლები  ამბობენ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ამ  შეზღუდვებს ვეღარ გაუძლებს და დაიხურება.

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, რამდენიმეთვიანმა შეზღუდვებმა ქვეყნის ეკომონიკას უდიდესი ზიანი მიაყენა. დაიხურა რესტორნები, კაფე-ბარები, ხელოვნების ცენტრები, უმუშევრად ათასობით ადამიანი დარჩა. დღესაც ქვეყანა წერტილოვანი შეზღუდვების მოლოდინშია – ბიზნესი კი გამოსავლის პოვნას უშედეგოდ ცდილობს.

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...