მთავარისიახლეებისაზოგადოებაყველაზე დიდი პრობლემა პროცესების მართვაა - ჯანდაცვის ექსპერტები მთავრობას მიმართავენ

ყველაზე დიდი პრობლემა პროცესების მართვაა – ჯანდაცვის ექსპერტები მთავრობას მიმართავენ

Published on

ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფმა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობაზე მიმართვა გაავრცელა. მათ ხელისუფლებას სიტუაციის დასასტაბილურებლად რეკომენდაციებიც მისცეს.

“ყველაზე დიდი პრობლემა რაც დღეს არის, ესაა პროცესების მართვა. გარედან მაყურებელი ადამიანისთვის აღქმული არაა პროცესი როგორ უნდა იყოს დაგეგმილი და განხორციელდეს. სიტუაციას მივყვებით, გართულების შესაბამისად ვცდილობთ გადაწყვეტილებებით რაღაც გამოვასწოროთ იმის მაგივრად, რომ სრული წარმოდგენა გვქონდეს პროცესი როგორ იმართოს”, – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, ქეთევან ჩხარტიშვილი.

ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორის, სერგო ჩიხლაძის თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებლითაც ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში უკვე მე-16 ადგილზე ვართ.

“გასაგებია, რომ საწოლფონდი არ არის საკმარისი რადგან წინა 6-7 თვე მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო მთავრობის მიერ გამოყენებული და სამწუხაროდ, არ იქნა გამოყენებული, დამატებით თანხებზე და საწოლფონდზე მთავრობა მხოლოდ ოქტომბერში ამოქმედდა”, – ამბობს ის.

ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა ქვეყანას რთული მომენტი აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული უსაფრთხოების მთავარი საკითხი სოწორედ კორონავირუსთან ბრძოლა იყოს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 45 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 55 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 38 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,3 მილიონზე მეტი.

სიახლეები

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...